Friday, March 15, 2013

სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  საკვები და მისი მნიშვნელობა

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეებმა გააცნობიერონ დაბალანსებული კვების მნიშვნელობა და ის თუ რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის არასრულფასოვანი კვება, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაერკვევიან ჯანსაღი კვების არსში. დაადგენენ თუ რა ტიპის საკვებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, შეაგროვებენ ინფორმაციას, მოამზადებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციას.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, ინფორმაციის მოპოვება ირგვლივ მყოფთა შორის რამდენი იკვებება სრულფასოვნად, გააკეთონ დასკვნები რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად ვიკვებებოდეთ.

5. მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეგროვებული ინფირმაციით ქმნიან პლაკატებს, ბუკლეტებს, სლაიდებს, წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და აცნობენ აუდიტორიას. მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ იკვებონ, განსაზღვრავენ რაციონალური კვების კავშირს ადამიანის  ჯანმრთელობასთან.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,  ჟურნალ-გაზეთები, სახელმძღვანელო, სამედიცინო ენციკლოპედია, ადამიანური რესურსი,  თაბახის ფურცლები, ფანქრები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა-1 პროექტის თემის შერჩევა, მოსწავეთა ინტერესების გათვალისწინებით; კლასის დაყოფა ჯგუფებად, შემთხვევით შერჩევის პრინციპით; პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნობა.



აქტივობა-2 პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში და მოვალეობების განაწილება ვინ, რას და როდის გააკეთებს.



I ჯგუფი- კითხვების შედგენა, გამოკითხვის ჩატარება 12-14 წლის მოზარდებში (50 ბავშვის გამოკითხვა), შედეგების შეჯამება, დიაგრამების შედგენა და დასკვნების გაკეთება. 



II ჯგუფი- მოიძიებს ინფორმაციას საკვების შედგენილობაზე, მნიშვნელობაზე, კვების რეჟიმზე.



III ჯგუფი -  მოიძიებს ინფორმაციას დაბალანსებული კვების დარღვევით გამოწვეული დაავადებების შესახებ.





IV ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციას საკვების ენერგეტიკული ღირებულების შესახებ, განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნილებას ენერგიაზე, შეადგენს მოზარდის ჯანსაღი კვების რაციონს.



აქტივობა-3 მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაციისთვის მზადება.



აქტივობა-4 პრეზენტაციის ჩატარება.

აქტივობა-5 მოპოვებული ინფორმაციით ბუკლეტების მომზადება და გავრცელება.

აქტივობა-6 შეფასება.

კრიტერიუმი
დაბალი
(1-4)
საშუალო
(5-6)
კარგი
(7-8)
საუკეთესო
(9-10)
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ საინფორმაციო რამდენიმე წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
მასალა არ არის შესაბამისი
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება
მასალა სრულად შეესაბამება
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალებს
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა
ვერ ახერხებს საკუთარი  მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
არ არის ჩართული
ერთვება ზოგჯერ
ჩართულია მაგრამ ყურადღება გაფანტული აქვს
ჩართულია ყოველთვის

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია.

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·      ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;
  • ადარებს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების კვების ტიპებს და ადგენს მათ შორის პრინციპულ განსხვავებას;
  • იკვლევს საკვების შედგენილობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტამინები), კვებით ღირებულება და ენერგიის შემცველობას,  აანალიზებს დაბალანსებული კვებითი რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის;
  • მოიპოვებ ინფორმაცია სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე და მსჯელობს დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ოზურგეთი. დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი დალი კილაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dalikiladze5@gmail.com

13. პროეტის ვებ-გვერდი/ბლოგი: dalikiladze5.blogspot.com